მოგიხსენიებთ
მოგიხსენიებთ აბალახებულ საფლავებს ვხედავ, გული შეკუმშვით ამომივარდა, ვიღაცას ალბათ არ ჰყავდა შვილი, ვიღაცამ ალბათ ადრე დაკარგა. ვიღაცის შვილი ემიგრანტია, უვლის უცხო ტომს, უცხო მიწაზე, თავისი მკვდარიც კი ენატრება და ეფერება შორით საფლავებს. ღმერთო აცხონე მიცვალებულნი, ვისაც არ დარჩა ქვეყნად მომგონი, ამ დალოცვილი ვაზის ნაჟურით, აბალახებულ საფლავისას ვსვამ! 08.04.2018წელი ნინო როსტიაშვილი NERU
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი