ქრისტე აღდგა! გაბრწყინდება იბერიც!
ქრისტე აღდგა! გაბრწყინდება იბერიც! შენთან მოველ შენი შვილი უძღები, მოსვლას ვბედავ ერთი ცოდვილთაგანი, არ განვკურნე ხორცი ჩემი სნეული, არ ვილოცე სულის გადასარჩენად. მოსვლას ვბედავ შენი შვილი უძღები, მე არა ვარ წუხელ ნაზიარები, ყველა შეგთხოვს თვისი სულის კურნებას, მე კი შეგთხოვ გაბრწყინებას იბერის! მოსვლას ვბედავ შენი შვილი უძღები, განა ჩემთვის სამშობლოსთვის მოვედი, შენ აღდექ და აღადგინე იბერი! ქრისტე აღდგა! გაბრწყინდება იბერიც! 24.04.20022წელი ნინო როსტიაშვილი NERU
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი