რუტინა


რუტინა

მორჩა,
  დღეც ამოიწურა,
ჩვეული რიტმით, რუტინით, 
იმედი გადამეწურა,
ცამ მიიძინა რუდინით,
ღრუბელმა ცური დაწურა.
ვისთვის წვიმდა, ვისთვის ქუხდა,
ზოგს ოქრო ხვდა, ზოგს კი ხურდა,
იუდა კი ვერცხლზე წუხდა.

მორჩა,
 დღეც ამოიწურა,
ღამემ მზის სხივი მიწურა,
ვისთვის ვაშა, ვისთვის "ურა",
ვისთვის მტკვარი, ვისთვის  "კურა",
ზოგმა, ქართული იწუნა,
 თავზე ქუდიც  არ ეხურა,
ზოგმა კი ალბათ იხუმრა,
წავალ, ერთ ღერსაც "მოვკურავ",

მორჩა,
 დღეც ამოიწურა,
ყველამ კარები მიხურა,
მურიამ დიდხანს იყურა,
დარდისგან ამოიყმუვლა.
მთვარემ სხივი გადახურა,
 დღეს ვჭამე, ვაშლი კეხურა,
გადავაგორე გლეხურად,
თავზე კი ქუდი მეხურა.

ხვალ,
 ისევ
რა ვჭამოთ, 
რა ვსვათ,
ვიღაცამ, ვისკი მოსვა,
ვიღაც, ჩაისაც ვერ სვამს,
 "რულეტკამ, ზეროზე" დასვა.
ნაღველს თუთუნით იქრობს,
ჯიბე გაფხეკილი ფიქრობს...
ეყოფა ხვალისთვის, რაც აქვს...
ზეგ,
 ისევ რა ვჭამოთ,
რა ვსვათ...

20.04.2023წ
ნინო როსტიაშვილი
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი