მე მოვალ
მე მოვალ... მე მოვალ მაშინ როცა არ მელი, მე მოვალ გვიან გაზაფხულისას, მე მოვალ მაშინ როცა იწვიმებს, ღაწვზე რომ ცრემლი ვერ შემამჩნიო. მე მოვალ მაშინ როცა გრიგალი გადაივლის და ჩადგება ქარი, მე მოვალ ღამით სავსე მთვარისას, რომ ვერ შემნიშნო ან თუნდ გენიშნო. მე მოვალ, მოვალ, მაინც ძვირფასო! გინდ გზას მიხერგდეს ზამთრის ყინვები... და როცა მოვალ და როცა გნახავ, ვფიცავ არასდროს დაგეყვედრები. 17.04.2004წელი ნინო როსტიაშვილი NERU
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი