დუელი
დუელი... აი ისევ დაუბერა ქარმა, ისევ არხევს იასამნის ტოტებს, ყვავილს ისევ ეფერება ნაზად, სიყვარულში უნდა გამოუტყდეს. ცამ შურისგან გადმოღვარა ცრემლი, აქვითინდა, მიჯნური გასტაცეს, ჩაურეცხა ყვავილს ძველი მტვერი, თითქოს ლოცვად გაატანა ნამი. ოხ, დუელი გაუმართავთ მათ ორს, ქარი სამანს გაიტაცებს და შორს მიმოფანტავს ანცი რხევით თან, შურს... წვიმამ როგორ გაუგრილა გული... ამ შურით და ბოღმით გახელებულთ, მზემ დუელში დაამარცხა შურ-ბმულთ... იასამანს შეუცვალა ფერი და მოხვია სიყვარულით ხელი. 16.04.2017წელი ნინო როსტიაშვილი NERU
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი