ვამეხ


"ვამეხ"...

ბოლო ღამეს ათევს ამ წელს თებერვალი,
მარტი შემოგვიღებს კარებს ნაზამთრული,
 ქალი მარტიაო, მარტი დედოფალი,
იებს შემოახვევს ქუჩებს გაზაფხული.
"ვამეხ", ქალს გაუგე მარტივით  არეულს,
ქოლგად შეეშველე წვიმებით დანამულს,
ქალი არ დატოვო გზაზე გაბუტული,
ბატონობა გინდა?
არ ადინო ცრემლი.
გული აუფეთქე ატმის ყვავილივით,
თმები დაუვარცხნე ქარში გაწეწილი,
ქალი მარტია და მარტი დედოფალი,
თუ მეფობა გინდა ადედოფლე ქალი!!!

01.03.2003წელი
ნინო როსტიაშვილი
NERU

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი