იგვიანებენ იასამნები
იგვიანებენ იასამნები რომც ჩამეძინოს საღათას ძილით, შენი სურნელი გამომაღვიძებს, სავსე მთვარისას გაზაფხულობით, ჩემი თვალები მუდამ შენ გეძებს. რომც ვერ გიხილო, დავკარგო ჩინი, შენი სურნელით გამოვლინდები, შენი ყვავილი ძლიერ მათრობს და... შენი ხილვისას ვრეტიანდები. მინდა შევღებო ზეცა შენ ფერად, კაბა ჩავაცვა იასამნების, წვიმად დიოდეს შენი სამნები, გულზე მეფინო როგორც ბაბთები. მინდა დაგიდგეს მთვარე ნათებად და ვარსკვლავები ღამის დარაჯად, დავსეირნობდე დღისით შენს ბაღში, ღამეს ვათევდე შენს დარაბებთან. თუ ვარდი არის ყვავილთა მეფე, შენ, ყვავილების დედოფალი ხარ! თუ ვარდსა ჰყვარობს თავად ბულბული, შენ, შეგიყვარა ჩემმა თილისმამ! წელს იგვიანებ გამოღვიძებას, ბზობას უშენოდ როგორ შევხვდები?! ბზის ტოტები და შენი ყვავილი, რომ არ მივართვა დედას აღდგომას... ჩანასახშივე შენი მიჯნური, მუცლიდან გახდი ჩემი საწილე... გთხოვთ, არ შეახოთ ხელი, ბინძური! დედის ალერსი გავუნაწილე... 15.04.2022წელი ნინო როსტიაშვილი NERU
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი