პროლოგი
პროლოგი... წიგნია ჩემი ტაძარი, ანბანი წმინდა სანთელი, მუზები ჩემი ჯვარცმაა, ფურცელი სულის საყდარი. მელანი ზეთის ცხებაა, ფერიცვალება კალამი, აღსარებაა ლექსები, ლოცვაა ყველა სტრიქონი. ნუ განმიკითხავ უფალო! შენთან მოვედი ვედრებით, ეს ერთი ცოდვაც შემინდე, თუ ლექსი ვწერე ბოდვებით. გზად მყავხართ შენ და ლოცვები, შენგან შენდობას მოველი, ნუ მიმატოვებ უფალო, იმერ-ამერში მჭირდები! 18.08.2010წელი ნინო როსტიაშვილი NERU ✍️
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი