სიკვდილთან ვალსი
სიკვდილის ვალსი... გათენდა.... ისე გათენდა ვითომ წუხელ ქალაქი მღერდა, ვითომ ქალაქი არ წაიღო ქარმა და თქეშმა. ყველა წუხილი დამავიწყა ზეცით ნათლის ხმამ, ჯოჯოხეთური გაელვება, სიცოცხლის ეშხმა. წუხელ ვფიქრობდი, -ნეტავ სული რით დავიამო?! ქარბუქისა და წვიმის თქეში რით გავიარო?! რა უცნაური არსება ხარ, ადამიანო! ცოცხალი ხარ და გუშინდელზე არ დარდიანობ! არადა გკითხონ, -სიცოცხლეს აქვს ჩალისა ფასი, არადა გკითხონ, -ვერ გაიგე სიცოცხლის არსი! მაშ, მაცოდინა, რომელია აქედან ფარსი? სიცოცხლის ჟინი, თუ სიკვდილთან შეხვედრა ვალსით?! 07.07.24წ ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი