მომწერე...
მომწერე... გწერ წერილს, ძმაო! ამიერიდან, გწერ, რასაც გული ვეღარ დაიტევს, ისევ მოვიდა უშენო დღე და აგვისტო ისევ, სევდებში მითრევს... ისევ მზე, ისევ ზღვა და სინესტე, იმიერიდან მახსებებს, რა ბევრს... რასაც ვერ იტევს ზღვა და ზღვის ფსკერი, მცხუნვარე მზე კი სხივებში იტევს... მკათათვე როცა თიბათვეს ჰკოცნის: ძილის წინ, ძილში, დღითა თუ ღამით, წვიმაში, ქარში, მცხუნვარე მზეში, იარებს მიხსნის, მიშველე რამით! მომწერე, რომ ხარ ყველაზე კარგად, რადგან დედა და მამა გყავს თავთან, რადგან შვილი გყავს ცივ გულზე წამლად, რომ ჩემთვის ისევ ინახავთ ალაგს... აქ არ ვაპირებ დარჩენას, არა, ოდესღაც მეც ხომ დავიწყებ ჟანგვას, ნახშირორჟანგის მაგივრად ერთხელ, მეც ამოვუშვებ ფილტვიდან ჟანგბადს... 01.08.24წ. ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი