ვინც მისმენს...


ვინც მისმენს...

ჩამოხმებიან როცა ჩალმანი,
ბობოქარი ზღვა ხმელ ტოტებს ითრევს.

ვხედავ ჭორავენ უკვე გოეთეს,
რად დაინდობენ მიეთმოეთებს...

არასდროს მითქვამს რომ ვარ პარნასი,
ვწერ ჩემთვის, უბრ და უბრალო მითებს.

არ ვუშინდები ზვავებს და ზვირთებს,
საუბარს ვიწყებ მასთან, ვინც მისმენს.

როგორ შეგკადრებთ?
აბა მოკვდავებს,
საკვებად სიტყვა გაგიხდათ ავი...

ვისმენ არც, რას... და
ვერცაღა ვტირი,
დედის რძესავით დამიშრა ცრემლი.

დამშრალ მკერდს გული მაინც ახსენებს,
რომ არი დედა, რომ არის ქალი!

მე კი ამომშრალ თვალის გუგებით,
დავეძებ მიწად ვის უცემს გული!

 ცხელა და მიწას აუდის ბუღი,
წვიმს და  გაუდის ცას ბაგაბუგი.

საუბარს ვბედავ უბრალოდ "ერთთან"...
არამც და არა, ერთან ან ბერთან...

საუბარს ვბედავ,
დეკემბრის მზესთან...
თიხის მზელავთან,  
ცათა მზვარესთან*...

ვინც არის მხსნელი,
მწყემსი სოფელის,
ლოცვა მაყოლა, სავალ"ზე გრძელი...

ჩადრებით სხედან ქალები მიჯრით,
შუშაბანდები მაცილებს ძველი...

ჩაუვლი ქუჩას ჩქარი ნაბიჯით,
სანამ მომცელავს მცელავის ცელი...

26.06.24წ.
ნინო როსტიაშვილი 
neru

*
მზვარე-მზის მხარეს მიქცეული უჩრდილო ადგილი_აქ, ნათელი წერტილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი