სიკვდილის ვალსი


სიკვდილის ვალსი...

გათენდა....
ისე გათენდა ვითომ წუხელ ქალაქი მღერდა,
ვითომ ქალაქი არ წაიღო ქარმა და თქეშმა.

ყველა წუხილი დამავიწყა ზეცით ნათლის ხმამ,
ჯოჯოხეთური გაელვება, სიცოცხლის ეშხმა.

წუხელ ვფიქრობდი, -ნეტავ სული რით დავიამო?!
ქარბუქისა და წვიმის თქეში რით გავიარო?!

რა უცნაური არსება ხარ, ადამიანო!
ცოცხალი ხარ და გუშინდელზე არ დარდიანობ!

არადა გკითხონ, -სიცოცხლეს აქვს ჩალისა ფასი,
არადა გკითხონ, -ვერ გაიგე სიცოცხლის არსი!

მაშ, მაცოდინა, რომელია აქედან ფარსი?
სიცოცხლის ჟინი, თუ სიკვდილთან შეხვედრა ვალსით?!

07.07.24წ
ნინო როსტიაშვილი 
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი