დაბადებიდან ...


#ამონარიდირომანიდან
მზე, რომელიც გვიან ამოვიდა...

  ერთხელ დავიბადე,
დედის წიაღიდან
და მას მერე ყოველ დილით ვიბადები, ღამის გვირაბიდან.
ყოველი  გადაბრუნებული ურმის მერე ვიბადები...
  სანამ ერთი წლის გავხდი ყოველდღე ვიზრდებოდი,
  6-წლამდე ყოველ თვე ვიზრდებოდი.
  13-წლამდე ყოველ წელს ვიზრდებოდი.
  20-წლისამ შევწყვიტე ზრდა, მაგრამ 
ყველა დაცემის მერე ვდგები და სულიერად ვიზრდები.
  ერთხელ გარდავიცვლები და არ მეშინია გარდაცვალების,
მაგრამ ყოველ გულისტკივილზე ვკვდები და სიკვდილის მეშინია, მეშინია, ერთხელაც ისე არ მოვკვდე, რომ პატიების უნარი დავკარგო ან გარდაცვალებამ მომისწროს და პატიება ვეღარ შევძლო...

ნინო როსტიაშვილი 
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი