ტერენტი გრანელს...


"არამედ რაღაც სხვა"
              (ტერენტი გრანელი)

ბევრჯერ დაისვა
კითხვა, სად ყოფნის,
ყოფნა არყოფნა...
თუ სხვა, სამყოფი!
პასუხი, 
-ყოფნა!
მაინც არ მყოფნის.
რადგან წყალხმელეთ-წალკოტში ყოფნას
 მხოლოდ და მხოლოდ მაშინ აქვს ფასი,
როცა ცხოვრება არაა ფარსი,
როცა არყოფნის ქვათა ღაღადი
იტყვის ნამყოფის ყოფას მთა-ბარი,
-ჰქონდა საბაბი...
დარჩა, ალალი!
მდოგვის ოდენა,
მაგრამ ალალი!
და თუ მცირედიც გახდა სამყოფი,
მაშ რად ვინატრო 
ყოფნა მრავალი?!
მცირედიც მყოფნის,
მცირედიც მყოფნის!
მარადისობა მხოლოდ, მრავალი!
მარადისობა,
მხოლოდ არ ყოფნის!

02.01.25წ.
ნინო როსტიაშვილი 
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი