სარზე დარჩენილო, მაფშალიავ! (სამაჩაბლოს)
სარზე დარჩენილო მაფშალიავ!
(სამაჩაბლოს)
ობოლო მაფშალია,
ცრემლი არ მანახო! მავთულხლართები
ავლაგმოთ საარაკოდ!
დარდი-სადარდელი,
როგორც დარდანელი
უნდა გადავცუროთ,
ჯავს ურდო ავყაროთ!
ჭანდარის ჭალებში
ვაჭენოთ უბელი,
როს დაიწურება
ლიახვზე ღრუბელი!
მერე, გადავთვალოთ
ალაგი, საალაგო,
მერე, არაფერი
არ იქნება სავალალო!
ჩვენი ვალია და
უნდა დაგიბრუნოთ,
ლეგენდად დაგწეროთ
ჩემო, სამაჩაბლო!
ასე საჩანჩალოდ
რუსს რომ შეგატოვეთ,
უნდა გვაპატიო,
ცოტაც დაგვაცალო.
მტერი ვერ გვიცვნია მტრულად, სათანადოდ.
ალაგი დავუთმეთ
მოყვრის, სათამადო.
დედის ნაფერები,
გმირთა ნატერფლები
ვერ ჩაიფერფლება,
ჩქამად, უნიათოდ!
კივის ნაწერები,
რაც რომ იწერება
ყველა წარწერიდან
გმირი იმზირება!
მათი წერილები დაგვდევს დღეს გზირებად,
მათი ნასისხლარი
დღესაც გვესიზმრება.
თქვენს ნასახლარებში ქვევრი დამშრალია.
ობლად დარჩენილა სარზე მაფშალია*...
დედის თავშალი და
ცოლის თავშალია,
ცრემლი არ შემშრალი
გზად რომ ნაშალია.
ჩემი ტკივილი ხარ
გულზე ნაკვესები,
გაწყვეტილი სიმის
მესმის კვნეს-კვნესები.
ცოტაც გაუძელი
ჩონგურო და ჩანგო!
ისევ ამღერდება,
ჩვენი, სამაჩაბლო!
02.02.26წ.
როსტიაშვილი ნინო
neru
მაფშალია*-იადონი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი