ჩვენ გადალახავთ! (აფხაზეთს)


"ჩვენ გადავლახავთ"!

არ ჩერდებიან ავი სულები,
უღრენენ ღამეს ვერ გათენებულს,
ჭკვიანდებიან უკვე სულელნიც,
შემოსევიან სვავები  თეთნულდს...

დროს მაინც მოაქვს თავისი ჟამი,
არ შევეპუოთ ქართველთ დაჯაბნას!
სულ ვერ იქნება ორპირი ქარი,
მე, გეფიცებით მირზას ფარაჯას!

იმ გზას, იმ მიწას ჩვენი, რომ ჰქვია,
ახლახანს ჩოქვით, რომ გაგვივლია,
ისევ დავივლით ადრე თუ გვიან, 
ჩვენ დავიბრუბებთ რიწას, ლივლივას!

ვიქნები სპაში ერთი ქვემეხი,
არ შევატოვებ ქვეყანას აჯამს,
მაჯა ბორკილებს შეიხსნის,  მეთქმის,
სამშობლოს ღმერთი უდგას დარაჯად!

ჰეი,  ქართველნო, თქვენც თუ  ჩემებრ  გწამთ,
თავისუფლება ჩვენია ხვედრი,  
ცხუმ-აფხაზეთის  ჩამომარცვლაზე
ამ წამს ენგურის გაღმა გახვედით...

ვერ დაგვამარცხებს,
ვერ დაგვამარცხებს!
ვერ დაგვამარცხებს
ავის მზრახველი!

17.01.26წ.
ნინო როსტიაშვილი 
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი