მე იგივე ვარ მარად და მარად! (ა. ჭავჭავაძე)


"მე იგივე ვარ მარად და მარად "!
                     ( ა.ჭავჭავაძე)
***
სისხლი როდესაც ვენებს ხეთქავდა,
სულის სიმშვიდეს ვინარჩუნებდი
და ვიხსენებდი, როცა გადია
ყრიდა ნაგავს და ყარდნენ ურნები.

და ახლა მაინც, ისიც კარგია,
რომ მახსოვს  ურნა, თავის ბუნებით...

რაც ჩემ სულს ავნებს, სხვასაც არ არგებს,
ვიდრე ვარ, კაცთა მოყვასად დავალ.
ზოგჯერ მერჩივნა დათვს შევბრძოლოდი,
დავრჩენილიყავ წარსულის ქარად.

ყურს მივუგდებდი ქართულ ანდაზას,
"სულელს არასდროს დაუწყო დავა".

ბევრჯერ ვინატრე ბედი ძაღლისა,
გადავიფიქრე, ყეფა დამღლიდა
და ისევ ვინმე, როს მხილებული ჩემგან, გაქცევით თავს უშველიდა.

ან კიდევ ვინმე ცრუ და მლიქვნელი,
თავზე ხელს შიშით გადამისმევდა.

სევდის დაძლევის ქარმა დამბერა,
ბევრმა ეცადა დაეგო  მახე.
ვნახე ერთგულიც,  მაგრამ ორგულმა
 მანახა კაცის წაშლილი სახე.

 "მე იგივე ვარ მარად და მარად"!
შენ არ შეწუხდე, მე დავრგე ის ხე...

დავბადებულვარ რადგანაც ხატად,
უფლის და მისი მადლი მიცავდა.
მძლევი სიძნელის ძლევა შთამბერა,
ჩემი ნარჩევი  ხის დასაცავად.

გამოვუტანე თავს განაჩენი 
და უტყვი დავრჩი მეტყველზე ბევრად...

26.01.26წ.
ნინო როსტიაშვილი 
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი