ნათლისღებას


ნათლისღება...
წმინდა სამების პირველი გაცხადება!
        "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, 
რომელ მე სათნო ვყავ"!
___
სასიმღერო ტექსტი:

[ნათელი ღრუბლებს ათასფრად ჩეხდა...
იმ დღისით თურმე წყალი გაჩერდა.
სულ ერთი წამით გაჩერდა, მერე...
ციდან საუფლო მტრედი მოფრინდა.

 განცხადდა წმინდა სამება  ზე -როს,
ქვე -წყალი, კაცნი, წამს გაირინდა...
ნათელ ეფინა წყალს და სამყაროს...
ისმა ციდან ხმა მამა ღმერთისა.

ხალხი ამბორით მიწას ემთხვია
 და წყალმა აღმა იწყო დინება,
ზე გადმოვიდა უფლის კურთხევა...
მას მერე მადლი მოედინება...

აკურთხა წყალი, იდგა ნათელი,
იმ წამს შეერთდა ცა და ხმელეთი...
და იოანე,  ნათლისმცემელი,
იორდანეში ქრისტეს ნათლავდა!]

მისამღერი:

[ხალხი ამბორით მიწას ემთხვია
 და წყალმა აღმა იწყო დინება,
ზე გადმოვიდა უფლის კურთხევა...
მას მერე მადლი მოედინება...

ზე გადმოვიდა უფლის კურთხევა
მას მერე მადლი მოედინება...]
___

P.S
წმინდა წიგნები გვამცნობენ  "ესე"...
"სასწაულებრივ, საიდუმლო არს,
 ძისა, უფლისა -ღვთისმეტყველება...
შობა,*  აღდგომა* და ნათლისღება!*

19.01.24წ.
ნინო როსტიაშვილი
neru

შობა-ღვთისმეტყველება.
აღდგომა-სასწაული.
ნათლისღება-საიდუმლო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი