მამას


მამას...

აქ, ახალ სკვერში ჩამოწვა ნისლი
თოვლის და თითქოს წარსული მოდის.
გაცოცხლებულა ძველი თბილისი,  
როგორ უხდება ზღვის უბანს თოვლი...

უფერულ სახლებს და მის აივნებს
ქათქათა ვნების მოასხა პლედი.
ქუჩა ფიფქებით მუცელს აივსებს,
ბავშვები გუნდებს აყრიან ლედის...

ისმის ბავშვების ყიჟინი ხევში,
გული დამფრთხალი ჩიტივით მიცემს,
რაც მაქვს გავცემდი, მყოლოდა  გვერდში
მამა და ჩემი ბავშვობის სივრცე...

18.01.26წ.
ნინო როსტიაშვილი 
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი