იმ შაბათს... 09.08.25წ.


იმ შაბათს...
09.08.25წ.

სოფელ დიღომში  ბინდი ჩამოწვა,
დიღმის მასივში მზეა საშური.
ხევს იქით, 
გაღმა,  
მზე გაინაღმა,
ფოთლების ისმის გზად შარი-შური.
მეც იქ, 
გადაღმა მივეშურები,
გზას მოსდებია მწვანედ დანდური.
ცაც, 
გულიც,
სევდისფრად დაირაზმა,
ცის ემბაზიდან შევსვი აიაზმა...
ვარ,
თანაც არ ვარ სევდისფერ ნისლში,
ეს სევდა ახლა ლხინს მირჩევნია!
ცუდი ამინდი რაღაცნაირად
დღეს თუ მუდმივად შემომჩვევია.
დღეს ჩემს მაგივრად ცამ გადმოყარა
მსხვილი კუმპალი მე რომ მჩვევია.
წვიმები ღმერთებს გამოქცევიან
შენდობის ყანწი წაუქცევიათ.
არადა გუშინ ამინდის მაცნეს წვიმაზე სიტყვაც არ დასცდენია.

შეწყდა მერცხლების ჭყივილ-ჭყივილი,
ჭიანჭველები სახლში მიდიან.
მე გამიტაცეს ფირებმა ქროლვით,
გულში ორმხრივი ქარები ქრიან.
რატომღაც ცრემლი არ გადმომდინდა,
აქ მიწაზე კი წვიმები დიან...
სველ   ქვაზე ვზივარ  სევდა მოსხმული,
ხანდახან სევდა უფრო ტკბილია.
მიუსაფარი შველას, რომ ელის, რომ შეიფარებ ხომ უხარია?
მეც ახლა სევდა შემოვისახლე
თუ შევესახლე როგორც მდგმურია...
ჯიუტად ვზივარ, ვსველდები, 
მაგრამ
რატომღაც წასვლაც არა მწყურია.
მინდა დავნაყრდე თქვენი ყურებით,
უთქვენოდ ყოფნა უგემურია.

თითქოს ახლოს ვარ თქვენს სამოსახლოს,
მაგრამ თქვენამდე მაინც შორია.
ცხელი ხელებით ცივ ქვას ვეხები,
ვხვდები, რომ უნდა შემოგესახლოთ.
თვალებით თვალებში გეფერებით,
შემომეშველნენ ღვინის შხეფები.
ჩაქრა სანთელიც შვიდივე  ქვასთან,
თითქოს მომიწვა გულს ავდარია.
ხეებიც ორმხრივ მიირხევიან,
სიო არ ითქმის უფრო ქარია.
კვიპაროსებიც ისე ირხევა, გინანავებენ თითქოს  ტოტები.
აქ ცივ ლოდებთან ჩამომჯდარ სტუმარს,
ხის  ტოტებიდან მებაასებით...
ახსნით ვერ ავხსნი ბასრი ჩხვლეტები 
ერთის მაგივრად მჩხვლეტს გაასებით.
გამომაცილა წვიმამ წკაპუნით,
მოვსეირნობდი არ მირბენია.

მოვიხმე წლები ოინბაზური
და ოინებთან ოინვბაზობდი.
ვერ ვიტყვი გული ვიჯერე მეთქი,
მაგრამ -ვიოხე თქვენთან სტუმრობით.
მომაცილებდა თორმეტი თვალი,
ერთი მიხაკი გადატეხილა.
უკვე გამოვცდი  დიღმის ტეხურას,
ხევს გაღმა ისევ ღრუბელი ხურავს.
ცუდი ამინდი რაღაცნაირად
დღეს თუ მუდმივად თვალებს მიბურავს.
ვიდრე ვარ, ვიდრე მუხლი მომყვება,
ვიქნები ამ გზის მგზავრი მე მუდამ.

10.08.25წ.
ნინო როსტიაშვილი 
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი