არც ვისწავლი!..
არც ვისწავლი! ქარია, მოაქვს მთიდან ნამქერი, ღამეა, ცივი და არეული. განვსჭვრეტ გავლილ გზას მე მთვარეული, რა დამრჩა ჩრდილში, რა ნამზეური: მრავალ ასეულ პროფესიაში ვეცადე ცოტა მესწავლა რამე. აკი ვისწავლე დილეტანტურად: ჭადრაკი, კერვა, ლიტერატურაც. არითმეტიკა არა და ვერა... ვერ შევისწავლე "ლინო ვენტურა". გზაზე მხვდებოდა მეფეც და ტურაც, ზოგი მეფერა ან დამემდურა*. ზოგჯერ დავსველდი, მაგრამ მერე რა? ისე არ წვიმდა, როგორცა ქუხდა, სამართალი ხომ ქუდად მეხურა! ქალამნით დავალ ისევ, გლეხურად! იყო რაც მძულდა ან რაც არ მძულდა, რაც არა მსურდა ან-და რაც მსურდა. ბავშვობიდანვე ბავშვურად მშურდა: თოვლის კაცი და სამ-სამი გუნდა, დედის -ქათქათა სარეცხი თოკზე, მამის -ქონება, ნამეხარ გონზე. მამამ იცოდა მარილის მოყრა უმარილო და უყველო ღომზე... (მაგრამ არასდროს ნაჭრილობევზე) შაბათობით კი გასეირნება მუშთაიდში ან ძველ პლეხანოვზე. ხან ვორონცოვზე მუშის ყაიდში, ნაბიჯი ჩქარი, ცოტა უხეში და დადიოდა ნომერ ცამეტში, თუთუნითა და რუხი მანტოთი, შეყვითლებული ოდნავ ულვაშით... არაფრითა და ყველას პატრონი. მოგონებებმა სად არ მატარა მარჯანიშვილზე, კინოს კუთხეში ისევ დავლანდე ბავშვი პატარა. მეცოდებოდა ქუჩის ლეკვები აკიდებული წკავწკავით კაცზე. მეცოდებოდა კატაც, აბა რა, კაციც, გაზრდილი ძაღლის ლუკმაზე... კინო, თეატრი, ცირკი, ოპერა შემოგვივლია უქმე დღეებზე და საათობით თვალს ვადევნებდი ფეხსაცმელს წმენდდა მწმენდავი, -"კარლიკს" და აყოლებდა თვალს, ქარისაგან აფრიალებულ ნაწიბურს კაბის... ჩამძინებია კალთაში მამის, თბილისის ხიბლში დაქანცულ-დაღლილს. რაიც ვერაფრით ვერ შევისწავლე: რეცხვა, წმენდა და წკავწკავი ძაღლის... და არცა ვწუხვარ, რაც არის არის... და მაინც ვწუხვარ და მაინც, ვწუხვარ, მეხივით ქუხდა, მეხივით ქუხდა, გარდაიცვალა წუხელ "კარლიკი", ჯიბეში ედო ერთი კაპიკი... ტუფლის მწმენდავსაც გასვლია ყავლი... ქარია, მთიდან მოაქვს ნამქერი, ძაღლი წკავწკავებს და კატა კნავის... 15.12.25წ. ნინო როსტიაშვილი neru სქოლიო: დამემდურა*- კუთხ. კარლიკი*- ზედმეტსახელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი