რევოლუცია, ევოლუცია თუ დევოლუცია?..


(ცნობისთვის. მე, მივესალმები ჯანსაღ ოპოზიციას! ძლიერი ოპოზიცია ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს)!

რევოლუცია ევოლუცია თუ დევოლუცია...
     (არამც და არამც არ ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში)
                რუდაქი (მ.ლებანიძე)
    ...(ნურცა სატანას მისცეთ ნუგეში)!
              neru
 
1
დღე პირველი, არა რუსულ კანონს!
თვალში საცემი შავ-თეთრი ძაფით 
ნაკერ-ნაკემსი ვკითხულობთ ანონსს,
ნაღმებად დააქვს  "ურა" პატრიოტს!
აღტკინებული ახალგაზრდობა
ქუჩებში დადის, ცხრა წელს გპატიობთ...
-ჩვენ გადაგვარჩენს, რევოლუცია!
ევოლუციის ევროპულ ღვედით!
(იცოდეთ მაინც ვისთვისა კვდებით)?!

2
დღე მეორმოცე, არ ჩანს ჯერ რუსი,
ყველგან ქაოსი, ყველგან  ბურუსი...
გაისმის სტვენა, როკვა ნამუსის,
დაცლილი ვენით დაცალეთ ენაც...
როგორც ყვითელი ფოთლების ცვენა
გვამცნობს ზაფხულის ოპოზიციას,
ისე გამოჩნდა ვინ რისთვის იბრძვის,
ვინ გრანტს კარგავს და ვინ პოზიციას!
(ვიბნევი,  არ მაქვს ჯერ პოზიცია).

3
დღე მეოთხმოცე, ყველგან ურჩობა!
არ დავნებდებით! არ დანებება!
ქალმა დაკარგა უკვე სინაზე,
დიდ "ამბიონზე" კვლავ მეტიჩრობა...
როგორც ყვავილი ხრიოკ მიწაზე 
ზაფხულის ხვატში უწყლოდ იხრჩობა,
ისე დამიშრა შრეში აორტა... 
ვშიშობ, გრანტებმა გაგარობოტათ...
(მაგრამ ასე რამ გაგაბოროტათ, მე ვეკითხები ორთავ კოლონას)?

4
დღე ასმეერთე, მოგეცათ ლხენა,
ვიღაცა მუქთა კუბოში წვება.
გამოასვენეს  სასახლით ხატი,
პერფორმანსია უნიჭო მხატვრის.
დაკრძალვის მერე, აზრია ასი,
გამზირს  სატანის ტრიალებს ხვატი...
თუ შადიმნის არ დაცალე თასი,
(თუ კაცმა კაცს არ დაადო ზასი)
პრადვინუტებში ისე ვერ "შადი"?
(სულ დაუკარგეთ აქციებს ფასი)!

5
დღე ორას ოცი, გიმზერთ ვით ღმერთი
ახალგაზრდობა, ჯერ არ დაღლილი
გისრულებთ ლოცვას, ჭავლის ქვეშ როკავს...
იმედით ხვალის, 
იმედის კარგის...
ვიღაცა ცეკვავს ხორუმს და ფერხულს,
(ვიღაც სამ კარში თამაშობს ფეხბურთს).
გაისმის ყველგან გუნდური  ჰიმნი, 
"ოლა-ოლეა" გიკმევენ გუნდრუკს!
(თუ იცით მაინც ჰყვებით ვის დუდუკს)?

6
სამას მეერთე დღე დგება უკვე!
ადგენენ გეგმებს სამას თერთმეტის,
ჯიბეზე ხელი ვინც კი გაიკრა 
უკვე ჰგონია აქვს ამულეტი!
თამაში მიდის აგურებს მიღმა, 
ღამის ხავერდზე ბრუნავს რულეტი.
(ელიტის გვერდზე ზრუნავს ენიგმა,
ვერდის არეას უკრავს დუეტი).
შენ ეტლი, მე კი ისევ მეტლე,
შემინდე მატი,  ერთხელაც ბერო ...
ბავშვებს ეყოფათ დო, არაჟანის... 
გამოიღვიძო, იქნება ერო?!
(მაგალითები გვაქვს, მძიმე ჟამის)...

7
ჰა, ირიჟრაჟა, გათენდა კიდეც,
სამას თორმეტი, სამას თოთხმეტი,
მომეტებული კვლავ ემოცია,
ისევ ნაცადი, რევოლუცია!
შტორმი სასახლეს! ვანგრევთ ყველაფერს!
შთამომავლობას რაც მოუცია...
სიტყვა ბაგეზე ისე ამტყდარა,
ვით კოკა ძველი, კარზე გამტყდარი...
ისევ ითხოვენ სისხლსა და გვამებს,
ახალი ნიღბით ძველი სარდალნი...
გამოიცვლიან ტყავს, მაგრამ გვარებს?... 
(თქვენ რომ გინდოდათ ასე სად არი)?

8
და აი უკვე სამას ორმოცი! 
დაჭერილია ყველა პოეტი, 
ვინც გადაკვეთა თეთრი ღერძულა,
ერთი დღით ანდა ცოტათი მეტი...
(გააზრებულად მიდის ვაბანკზე).
პოლიტპატიმრის სტატუსით გვიმზერს...
მოუყვებიან უფრორე ხვალ-ზეგ,
ვინ იცის როგორ, ვინ იცის რაზე...
იქნებ მოხვიდეთ ცოტათი აზრზე!
ვინც არ იფარა თქვენი ქორდია, 
ყველა პოეტი მტერი როდია?!
აშოლტილია კვლავ "აშორდია"*
ხვალ, ანდა სულაც ათი წლის მერე,
რას ეტყვით  ღამეგათეულ "პროსპექტს"?...
(ვამუნათებდით "შუაშისტ" პოეტს, ვინც ვერ მოერგო ევროპის პროექტს)...

9
ხვალ გათენდება სამას სამოცი,
ამღვრეულია მტკვარი ისედაც.
გამოცვლილი აქვს ყველას სამოსი...
დაცვარულია კვლავ ქართლის დედა.
არც ნაც-ქოცი ვარ, არცა "სალოსი",
ქართველობის  მხვდა სისხლ-ხორცი  ბედად.
გამოვიცვალე შვიდი მთავრობა,
გამოვიარე ქალაქის კვდომა.
ღამე კიოდა ხევი ვარაზის,
დედაქალაქი თვალწინ იწვოდა.
იყო მართალი ერთი სამასში,
მაშინაც ყველა შინა იღწვოდა...
მაქვს ჩაყლაპული წარსულის მტვერი,
მე ვერ ვიქნები სამშობლოს მტერი!
(აიწონაზე ვდგავარ მყარღერძად!
სამშობლო უნდა დავიცვათ  ერთად)!

10
დღეს!  აღარ ვითვლი, თქვენ თუ ვერ ხვდებით,
ბრმა ტყვიასავით როგორ გწირავენ.
ყველამ მოითბო ხელი თქვენს გარდა, 
გადაგორდება ახალი წელიც.
გოჭით, შტოფებით, თქვენ კი შტორმებით 
ფარად უდგახართ ვინც აღარ გელით,
ისევ მომავალ გაჭირვებამდე, ისევ მომავალ დაჭირვებამდე...
(ჭუპრის ჭურებში ჭუპრებსა ზრდიან,
თუ ვერა ჭვრეტავთ? როგორც "გნებამდეთ")...

P.S.
ეხ, საქართველო! ვაი, ვერ გშველი,
დაქსაქსულია ისე ყოველი...
ვცხოვრობთ ერთი დღის გადაგორებით,
მიკვირს, ამ დღემდე, როგორ მოვედით?!
გიმზერ და ვისმენ მე, გაორებით,
როგორ ივსება ღამე ჭორებით.
თრთიან ფოთლებიც დანათოვები,
თრითინასავით განაჭორები...
(პოეტმა პოეტს, პროექტის პონტით
დაამუნათა იგი, პოეტი)... 
ხოდა, გახსოვდეს, ჩემო პოეტო,
სწორე, ყოველთვის არ არის სწორი!
(ზოგს ლოქო მოსწონს,
ზოგს ღომის ღომი),
დატბორილია თეთრი ზოლები...
სიტყვებსა ვთლიდი მძიმე ზმორებით....
გამგების გონი გამიგებს მგონი,
"ლომისის მადლმა",  არა მსურს ომი...
(არ მსურს წარსული განმეორებით)!
თქვენი გაგებით "შუაშისტი"
ვარ, არადა უფრო რეალისტური...
მე ვერ ვიქნები რადიკალური,
არაფერია ჯერ დაკარგული!
ჩქვენ უნდა ვიყოთ სამშობლოს სპა და
სამშობლოს ფიჭით ვუშენოთ სკები!
"ნუ ჩავუჯდებით ხელმწიფეს ნავში",
ნურცა სატანას მივცეთ ნუგეში!
ნუ, ნუ გავხდებით ნურვის მორები,
"მარგალიტს მაინც ვერ სცნობს ღორები"!
დაფიქრდით,  ტანზე მაღლაა თავი,
წინ ზამთარია გადასატანი!
შევირგოთ, რაც კი ღმერთს მოუცია,
ღვთისმშობლის მუცლით გადმოუცია!
"ოლე-ოლეა", რევოლუცია,
არ დაგვემართოს დევოლუცია!
იმედია, რომ ვიღაც მომისმენს,
მოისრეს უნდა დავხვდეთ მეისრედ! 
სამშობლო,  დაგვაქვს სუყველას  მესრად,
ამიტომაც ვარ ჯერ  მხნედ, მე ისევ.
ყვავ-ყორნებს თუკი ისრით შევმოსავთ,
აყვავებული წინ არს მოისე*...
სამშობლო,  ჩემო, ნუ დაღონდები!
რადგან "ჯვარცმული აღდგა იესო",
ამიტომ  ვსუნთქავ ერთი განგებით,
შენც ჯვარს გაცვით და
ვიცი, აღდგები!

2024-2025წ.
ნინო როსტიაშვილი 
neru

სქოლიო:
შადი*- კუთხ. შედი.
გნებამდეთ*-კუთხ. გნებავდეთ.
აშორდია*-სოლომონ აშორდია(ცნობების გამყალბებელი).
მოისე*- კუთხ. მომავალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი