ადიოს, ნახვამდის
ადიოს, ნახვამდის ციურ-ზმანების ნაგლეჯი ფრთა ვარ, მთვარეული ვარ, უმთვაროდ დავალ, სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე ვდგავარ, ნუ დარდობ დედი, მე, თქვენთან მოვალ... და როცა მოვალ და როცა გნახავთ, ვეღარასოდეს დაგვაშორებენ, მარადიულის ყოფა სჯობია, მაგრამ ჯერ მაინც ვრჩები მიწაზე. მე, რომ ვიცოდე, მართლა გნახავდით, თავს მოვიკლავდი ალბათ ხვალამდის, ამინდისფერი დამდევს ფიქრები... სანამ ვარ ვიქნები, ადიოს, ნახვამდის... 02.03.2023წ. ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი