არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს
არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს! (12:2;3) ჯერ ისევ უშობელია, "ვისაც ნატრულობს ქართველი". ჯერ ისევ საბრძოლველია, სამაჩაბლო და ცხუმ-ველი. ტრამალით შემოპარული, უხილავია მტერია. გრანტებით გადაფარული, რომ გადაკიდა ერია. უცოდველივით კრავები, შეწირულია ვით ვაცი. ბაზალეთიდან ტბის კაცი, არტახებ აუხსნელია. (ორ საუკუნისა წინათ, რომ ჩააწვინა ილიამ). ჯერ არსგზის დაბადებულან, არტახის მგლეჯნი მართვენი, რომ გამოზარდოს სამშობლომ, თავისუფალი ქართველი. მოწოდებები მგლურია, შეისმინე შენ, "ურია"! მტრის წისქვილზე წყალს ნუ ასხამ, მტერს მუდამ სისხლი სწყურია. ნიკოფსიიდან ხნულები, დარუბანდამდე მწყურია. ო, ღმერთო შენ გაუნათე, ერს გონი არეულია. P.S ვერას გვიშველის "ისტობა", გაიცა აფერისტობა. არ მინდა არავისტობა, სამშობლო მინდა, ღვთისტოლა! 09.03.2023წ ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი