დამპირდი


დამპირდი

მზე ზენიტშია, მწველი თიბათვის,
დრო კიდევ დარჩა, დაისის ხილვის,
 ძალზედ შორია, ჟამი სიბერის,
თიბათვე, კიდევ ბევრჯერ ჩაივლის.
შენ მეცხრე ტალღა,
მე კი ნაპირი,
არ დავივიწყებ რასაც დაგპირდი,
ცელის მოსმამდე, ზღვა უნაპირო,
უძირო ტბა და გზა უჭაობო.
ალმოდებული, ჩემში გრძნობები,
 მრავლდება, როგორც ექო ხმოვნების,
ზღვის ნაპირებზე, ვით მედუზები
და ქვირითები, ოქროს თევზების.
ხო, გავეხვიე ტალღის მორევში,
ვით ქვიშა წყალში, ვით თევზი ზღვაში,
ხო, ვრჩები შენში და შენს ტალღებში,
დავიმალები მე, შენს მკლავებში.

ირგვლივ მტრედები და თოლიები,
შენთვის, ღია აქვს გულს დარაბები,
შენ, მეცხრე ტალღა და მე ნაპირი,
არ დაივიწყო, რასაც დამპირდი...

20.07.2011წელი
ნინო როსტიაშვილი
NERU ✍️

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი