მინები


დაცლილი ჭიქა,
სავსეა ჰაერით,
 სავსეა ქუჩა,
დაცლილი იერით.
°
შეშლილი დედები,
მოძღვრავენ არშეშლილთ,
გლოვობენ, იციან,
შეშლილნი, შეშლიან.
°
მზემ დაწვა ცა და
ცა მზეზე გადაწვა,
მზე გადაგორდა და
გორაზე გადაწვა,

03.03.2023წ
ნინო როსტიაშვილი
neru
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი