ჩემი ივნისი
ჩემი ივნისი... დღეს, თბილისი ეთხოვება მაისს, გაზაფხული, ზაფხულს უთმობს აისს, დღეს, მტკვარია უჩვეულოდ წყნარი, იდუმალი, თითქოს ლოცავს თბილისს. სიონიდან ისმის, რეკენ ზარებს, მცხეთის ცაზე, გასხივდება თაღი, ლოცვად შესდგა ყველა ქრისტიანი, ზეცას სწვდება წმინდა სანთლის ალი. გზა დავუთმოთ, მობრძანდება ვაზის, ნაწნავებით შემოსილი ჯვარით, გასცვეთია ქალამნები გზაში, წმინდა ნინო, მობრძანდება მადლით. ჯავახეთის მთები გადუვლია, მტკვრის ბილიკებს დაჰყოლია ქარი, მეტეხიდან, ლოცვებს უსმენს მტკვარი, მოაცილა, გადაღლილი მგზავრი. წმინდა იყო, გზა სავალი მისი, უტვირთია, თავად უფლის ვალი. ნაწნავებით შემოსილი ვაზი, აღმართულა ბოდბეს ნინოს ჯვარი. 01.06.1996წელი ნინო როსტიაშვილი 🙏 სრულიად საქართველოს ვულოცავ, წმინდა ნინოს შემობრძანებას 🙏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი