შვილიშვილებს


შვილიშვილებს

ყველა ბებო 
და ყველა ბაბუა,
 ოდესღაც იყო პატარა ბავშვი,
 დღესაც ბავშვია, დიდის პერანგში
 და დღესაც დიდი ბავშვები ჰქვიათ.
თქვენი დამცავი ღმერთის თასია,
არ დაგეკარგოთ სიმართლის ფასი,
უღრუბლო ზეცა რომ მოგისურვოთ,
ალბათ ვიქნები ამაში ფარსი.
ფარად ედექით სამშობლოს ფესვებს,
გადაუფანტეთ დღე ღრუბლიანი,
 ისე გაკვალეთ ცხოვრების წლები,
დიდის პერანგით დარჩეთ ბავშვები.

01.06.2018წელი
ნინო როსტიაშვილი🙏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი