ლეგენდარული
ლეგენდარული (ზურა და გოგა ბზიკაძეებს) მეორედ ვნახე ჩინს, გულწრფელი ცრემლები მამრის, ვაჟკაცმა, როგორ დაიტირა, ღრმა ორმო, მამის. გადმოადინა ცხარე ცრემლი, ვით ახალ გასხლულ, ვენახსა სდის წვეთ-წვეთ კურპლები. ღონემიხდილი, შემეკუმშა მე გულის კუნთი, ამოვისუნთქე და ჩასუნთქვა ძლიერ გაჭირდა. ცეცხლანთებული, მისი თვალები, მიაგავდა... მუჭში შერჩენილ, გაწურული ბროწეულის წვენს. მეორედ ვნახე, სამართლიანი ღრიალი, მამრის, დაიღრიალა, ამოჭრილი მიწა დახეთქა. მაგრამ სიკვდილი ბრმა არის და თანაც უგულო, ოხ, როგორ მინდა, მკვლელი გავხდე... შენი, სიკვდილო... 02.06.1994წელი ნინო როსტიაშვილი NERU ✍️
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი