სამშობლოსათვის


სამშობლოსათვის,
მე ვარ...

სულის სიღრმეში მე ვარ ნაცარი,
თავთუხებიდან ერთი მარცვალი,
რომ გადაიწვა სამშობლოს ტრფობით,
მე ყველა დარდი ძნებად შევკარი.
უხსოვარ დროდან ტკივილიანი,
მრავალჯერ გვლეწეს და ვერ დაგვლეწეს,
ჩვენი კალო კი თავად დავლეწეთ,
წლებად, რომ მოგვდევს მზე ღრუბლიანი.

გულის სიღრმეში მე ვარ, მტევანი,
მშობელ მიწაზე დაღვინებული,
 ფიალებია სევდა ნარევი,
მიწას გვაცლიან, ვერ გამოგვცლიან!
გულის სიღრმეში დაბერებული,
(ისე კი ვჩანვარ ახალგაზრდული)
წლებმა დამატყო შუბლზე ხაზები,
გული შემომრჩა, ჩვილგანაზული.
თუ დამჭირდება ვიქნები ხმალი,
აჟღრიალდება ბებერი ძვალი,
მგელსაც ვუძმობ და მის მოყვარესაც,
თუ არ წამართვა ჩემი მთა-ბარი.
მე ვარ ამ ქვექნად, მშვიდობის ელჩი,
თუ მოყვარეა, არაფერს ვერჩი,
მე ვარ მიწაზე გამხმარი გირჩი,
 ცეცხლს თუ არ მიმცემ, არ გმტრობ, არ გერჩი!
 მე ვარ, თავთუხის ერთი მარცვლი!
მე ვარ, ვენახის ერთი მტევანი!
მე ვარ, ქვევრიდან ერთი ფიალა!
მე ვარ, ხმალიც და 
მე ვარ ნაცარიც!

26.05.2015წელი
ნინო როსტიაშვილი
NERU ✍️

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი