წვიმდეს, ქროდეს...


წვიმდეს, ქროდეს...

თავაშვებულად ქრიან ქარები,
 შეუღლებია ღრუბელს ღრუბელი,
მიაჭენებენ როგორც უბელი,
უუნაგირი რუხი ცხენები.
 გადუქროლებენ ჭენებჭენებით,
მირონცხებული თბილისის  გუმბათს,
მტკვარს აჰყვებიან აღმოსავლეთით,
შეისვენებენ სვეტიცხოველთან.
ჩამოჯდებიან სამრეკლოს ზართან,
დაიტირებენ უტას მოჭრილ მკლავს,
ემბაზს დაცლიან ძველ კარიბჭესთან,
მზე ამოუშრობს ღრუბელს დაცრილ თვალს.
ეამბორება ამღვრეულ ცის თაღს,
წამოიწვერებს მცხეთას, დალოცავს,
კენჭებს გაუთბობს, გზაამღვრეულ მტკვარს.
შეეგებება მწუხრისას მთვარეს,
 ცა, მზე და მთვარე ერთად ივახშმებს,
წილსაც უყრიან ნადიმობის ჟამს,
მეორე დღისთვის წვიმას,  ქარს  თუ დარს...?!

მზე გაიმარჯვებს კვლავ!

17.05.2023წ
ნინო როსტიაშვილი
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი