მიყვარდა მაშინ
მიყვარდა მაშინ ცა მოჟამულა ვით აჭრილი რძე, ავად ჟინჟლავდა ნახევარი დღე, თავშესაფარი ვპოვე გამხმარ ხეს, წვიმის წვეთები ქეჩოს მისველებს. სისხლი ვერ მივსებს ამ გულის ხვრელებს, ამოვახველებ ბავშვობის კიბეს, ხვეულ ბილიკით მივყვები კიდეს, ხვალინდელ დღისთვის ეს დღეც, რომ ღირდეს. შემომეხვია გულზე მარწუხი, წამში ათასი შეკუმშვა ვიგრძენ, ახლა ჩემს თვალწინ იშვა წარსული და დამიბრუნდა ბავშვობა სრული. მაისის წვიმა მიყვარდა მაშინ, დავაბოტებდი როცა გუბეში, წვიმის გავლებულ ვიწრო ხნულებში, ქაღალდის გემებს ვაცურავებდი. -და წვიმას კი არ ვემალებოდი, ველოდებოდი, ნეტავ გაწვიმდეს, მზე პირს იბანდეს, თან იცინოდეს, ცაზე შვიდფერი ზოლი ცვიოდეს, ციოდეს, მაგრამ არა მციოდეს. ახლა?! ახლა ნისლია შემობერების, მოგონებების შემოფეთების, მოფერებების ბავშური დღისა, ღირდა ეს წვიმა, ბავშვობის ხილვად! 13.05.2023წ ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი