ორი დუმილი


ორი დუმილით...

არ მოხვედი და არ გამიხდი სულის ზიარად,
სევდა მოვისხი, ტირიფის ხეს ვუთხარ წყვდიადად,
 დაისს მახვედრა დუმილით და არ იხარხარა,
ქოლგად მაფარა
ტოტები და უფრო დახარა.
ფრთა ჩამომტეხე, როცა ფრენა უნდა მესწავლა
და ჩაიფერფლა მონატრება, დღესთან მზიანად,
მე მტირალა ხე გავიხადე სევდის ხვიარად,
ვიჯექ ხის ძირში, დაფერფლილი სევდა მაწვიმდა.
შენ არ იყავი, როცა ქუხდა, როცა გაწვიმდა,
შენმა დუმილმა, გულის ფსკერი დამიზიანა,
ტირიფის ხე კი, დადუმდა და ღამე მი'ნანა,
 სულს, მტკენდა დუმილი და...
 დუმილმა მიწამლა...

13.05.1998წელი
ნინო როსტიაშვილი
NERU

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი