ანბანით ქება
თავისუფლდება თავისუფლება... თაბორის თავი თარგა ხარატმა, თამრო თბილისის თავზე დასახლდა. თახვმა თუნუქის თასი გადახრა, თავად თამრიკო თურმე გადახტა. თებრომ თეთრ თუთებს თაფლი ადინა, თასი თამამი თარით ავსილა. თავხედ თრითინამ თმენა დაკარგა, თურმე თავადებს წაუთრითინა, თათარა თათარს თათრის ეგონა, თურმე თათარა თქვენი ყოფილა. თემომ თალგამი თხემით ათრია, თალგამმა თემო ამოათრია. თონე თიხისგან ამოლესილა, თომა თონეში თავით წახრილა. თიკანის თავზე თმები უტრუსავთ, თავგატრუსული თხა თასმას ლოკავს. თავლაში თურმე თოხარიკი თვლემს, თავმიდებული თივაში ფშვინავს, თავაშვებული თავხედია თურმე სასტიკად. თვალუწვდენელი თოლიაა თურმე ტალღებში, თავბრუდამხვევი თარეშია ოკეანეში. თრდოდა თაბახზე თექის მანტია, თაბახზე თურმე თვით ძე ხატია. თრიაქის თივა თიბა ვეზირმა, თრიაქი თურმე თამბაქოსია. თითბერის თოკი თელა ზაფხულმა, თვალწარმტაცია თავად თიბათვე. თელიან მთაზე თოვლი მოსულა, თოვლმა თრთვილივით თოვა გორები. თამასუქები თხოვა ზამთარმა, თავად თებერვალს თვეში ნაკიანს. თრთვილმა თოვლივით თრთვილა თავთუხი, თავისუფლება თავთავებშია, თავისუფლება თავად ჩვენშია, თავისუფლდები უფლებებისგან, თავისუფლება თავისუფლდება... 26.08.2022წ ნინო როსტიაშვილი neru ✍️ --- გამოუთლელი გასათლელია... გველმა გველურად გაისისინა, გული გააპო გულთამპყრობელის, გადარეული გუდამაყრელი, გვალვაში გარბის გულამღვრეული. გუგულმა გარეთ გაიღუღუნა, გადაუფრინა გალიას გვერდით. გედმა გემბანზე გაინავარდა, გემზე გააბა გრძელი გრაგნილი. გუმანით გრძნობა გასაკვირია, გვიან გაზრდილი გასახედნია. გონი გაწვრთნილი გონიერია, გამოუთლელი გასათლელია... 08.09.2022წ ნინო როსტიაშვილი neru ✍️ ---
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი