ოთახიდან-ოთახს მიღმა...
ოთახიდან-ოთახს მიღმა... რეკს... მზე ესვენება, ბებერ ხეზე ტოვებს ანარეკლს. ანი რევს, იანი ჩეხს, მე ვუკრავ, (ნერვებზე) "ავე მარია"... რიგდება კარტი... რაც არის არის, ძინ-დნნნნ.... ალბათ შვიდია საათის, სარკმლიდან ვუმზერ, ხეზე ზის ჩიტი, ხის ძირში ბოტი... (ეშვება ბინდი) ლეიბად ტოტი, ფოთოლი საბნად გადაიფარა... და დაიფარა, ფრთის ქვეშ მეორე შემოიფარა. ალალად წევს და ტოტზე ნებივრობს, ნეტავ რას ფიქრობს... რით იქრობს ნაღველს, რომ სტანჯავთ მათ ორს? შოორს, შორეთიდან, დამშეული ჰყეფს ქუჩის ძაღლი. სად არის ძარღვი?! მაინც გაყინა... ჩიტებს ძილს უფრთხობს, დამფრთხალი ჩიტი- ჩიტს სითბოს უყოფს. ვერ გაჰყოფს მატლს და ნისკარტით-ნისკარტს, ჩაუნისკარტა. -კარტი არია... კართან ზარია... სანამ აჭრიან, -იან, რეკენ, ზარია! -არა ეზოში ჭას თხრიან! ამოათრია... ვასწრებ დანახვას, გრძელი მატლია, ამოანთხია, ყვითელი ქარვა, ნეტარებაში- -ნეტარებით ნეტარებამ-ნეტარ გაგუდა, ჩიტი... დაეშვა ბინდი... გულჩვილი გავხდი. -იან! -ვიცი ზარია... "ავე მარია"... (ნერვებზე ვუკრავ) -აჩეხე კარტი... კართან დგას მარტი! 01.03.2022წ ნინო როსტიაშვილო neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი