მე, ასეთი წარმოდგენა დამრჩა


მე, ასეთი წარმოდგენა დამრჩა...

თებერვლის ცას, დაუცლია ცური,
მოდის კაცი, ნამთვრალევი,
 ღამის,
 უქურთუკო, აბურდული თმებით,.
უმოწყალოდ დასთოვლია მხრები.

ბანცალ-ბანცალ, მიუყვება ქუჩას,
შეესახლა ცის კიდეს და ცილინდრს,
განა შესვა, ჩაუღეჭავს ღერი,
აუცურდა მოყინულზე ფეხი,
არც ეცადა მოაჯირის პოვნას.

მოისროლა გამოცლილი ბოთლი,
როგორც ძაღლის, გასალახი სახრე,
თითქოს მიწას, მიამსხვრია ჯავრი,
მიაკურთხა, -
ვინ დამიგო მახე?!
(იკურთხება, ვით უმწეო ბავშვი).

ღვინოს ანდო დაკარგული თავი,
არც უცდია წამოდგომა წამით,
სავსე ქუჩას, დაუცლია გული,
აღარ  იბრძვის, ხიფათს ეძებს,
სული...

09.02.2002წელი
ნინო როსტიაშვილი
NERU

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი