მხოლოდ გწამდეს!


მხოლოდ გწამდეს!

მე მინახავს სავსე მთვარე, გახლეჩილი,
წვიმა, ელვა, ვარსკვლავიან ღამის ცაზე,
მე მინახავს ქალი, ველად მოცეკვავე,
დარჩენილი ეული და მოელვარე.

შეიძლება, გაგხლიჩონ და ერთდებოდე,
შეიძლება, წვიმაშიც არ სველდებოდე,
გველი გკბენდეს, ვერ გშხამავდეს, ვერ გწამლავდეს,
ტკბილი სიტყვით, ხვრელიდანაც ამოგყავდეს.

შეიძლება, ბედი გზაზე კვანტს გიდებდეს,
დგებოდე და ბედს არას გზით ნებდებოდე,
შეიძლება თვალის ჩინი არა გქონდეს,
მაგრამ გული თვალსაჩინოს გუმან გრძნობდეს.

შეიძლება ჯიბე გქონდეს ცარიელი,
მიზანი კი დაისახო გონიერი,
შეიძლება ველად დარჩე ეული და
თუ იწამე, მაინც იყო ბედნიერი.

22.06.2002წელი
ნინო როსტიაშვილი
NERU ✍️

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი