ჭიქა ყავაზე


ჭიქა ყავაზე

-ვერ გვუგე ადამიანებს?!
-ვერც გაუგებ!
 რამდენი ფერიც არსებობს ბუნებაში, იმდენნაირი ხასიათის და ბუნების ადამიანი არსებობს.
 ზოგი იტყვის, შვიდი ფერიო, ზოგი ასი ან ათასიო.
 არა ბატონო, ყველაზე მართალი "რუსთველმა" თქვა, უთვალავი ფერიაო და ასეა მართლაც.
 განა ტყუილია, რომ ამბობენ ხალხი ჭრელიაო!
 მართლაც ჭრელია ხალხის ბუნება და ისეთი უნდა მიიღო როგორიც არის, ან უნდა გაეცალო.
 ადამიანის შეცვლას ნუ ეცდები, ტყუილია! მოჩვენებითი იქნება თუ შეიცვალა, თავის ხასიათს და გენს მაინც გამოავლენს ოდესღაც.
-"მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს,თუ ბუნებამც არ უშველა?".... 
დაგვიბარა დიდმა აკაკიმ.
 ხოდა ან მიიღე როგორიც არის ადამიანი.
 ან განეშორე!
 მოჩვენებითი მოჩვენებაც კი საშიშია და მეგობრობა ორჯერ საშიში.
ჩემეული ხედვა მაქვს, ფერების მიხედვით ადამიანებზე...
-საინტერესოა....
-თუ მართლა გაინტერესებს გეტყვი, ჩემო იმანო.
შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ჩემეული ხედვა მაქვს.
 ზუსტად არც მახსოვს როდის დავფიქრდი ამ თემაზე, მაგრამ რამდენჯერაც დავფიქრდი მაინც ამ დასკვნამდე მივდივარ,
 თეთრი- სპეტაკი, მაგრამ მდუმარე ადამიანია.
  ყვითელი-უბოროტო, მაგრამ ჭორიკანა.
   ყავისფერი-უჟმური, მაგრამ გასაჭირში გვერდზე დგომა იცის.
  ლურჯი-ცისფერი -ცასავით წმინდა, მაგრამ როდის მოიღრუბლება არავინ იცის.
 მწვანე-სიცოცხლით სავსე, მაგრამ სულსწრაფი. მარტო თავისთვის ხასხასებს, სხვისთვის თივისფერი ხდება.
  წითელი-ალალი, მაგრამ ბობოქარი, როდის ეწყინება ვერ გაიგებ.                          
შავი-გულჩათხრობილი, მაგრამ ერთგულზე ერთგული.
ეს მხოლოდ შვიდ ფერზე და უთვალავზე რაღა იქნება....
ხედავ, "მაგრამ" ურევია ყველგან და ყველაფერს!
-ჭრელი... ხო, ჭრელია ხალხი!
  კიდევ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით არის გამონაკლისი კომბინაციები:
  ტყუპებში, წითელი და შავი ერთიანდება. 
   სასწორებში, ყავისფერი და შავი.
  ასე ვთვლი, ჩემო იმანო და შეიძლება კი ვცდებოდე, არც მე ვიქნები მთლად მართალი, რას იტყვი შენ?
 რომელი ფერი ყოფილა უფრო საიმედო?
დაბნეულმა მეგობარმა მხრები აიჩეჩა, ვერ გაიგო ნერუს ფილოსოფია და ყავა მოსვა...

ნინო როსტიაშვილი
neru 
ამონარიდი.
"მზე რომელიც გვიან ამოვიდა"

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი