კოჭობანა...


კოჭობანა...
ეზოს  თამაში

90 იანებამდე აქტიური იყო კოჭობანა.
გოგო ვარ, მაგრამ მეც სიამოვნებით ვთამაშობდი, ეზოს თამაშებს:  კოჭობანა, ლახტი, ხუთი ქვა, წრეში ბურთი, ჩიტი ხეზე, კლასობანა და მრავალი ასეთი არაოლიმპიური, მაგრამ ბავშვის განვითარებისთვის და ეზოს ბავშვების დამეგობრებისთვის, ღრმად გააზრებული თამაშები დაგვიტოვეს და გადმოგვცეს, ჩვენმა წინაპრებმა.
   9აპრილის მერე დავივიწყეთ, კოჭობანაც და სხვა მრავალი არაოლიმპიური ეზოს, გნებავთ ქუჩის თამაშები დაარქვით, დავიწყებას მიეცა.
   ან ვის ეცალა სათამაშოდ. ეზოებში ჩაკვდა ბავშვების ჟრიამული.
ახალ თაობებს ვადანაშაულებთ , მაგრამ ჩვენ ვართ დამნაშავეები , ჩვენ ვერ გადავეცით ახალ თაობებს , ჩვენ დავუკარგეთ,
მაგრამ ჩვენც არ გაგვემტყუნება,
ვის ეცალა გართობისათვის და თამაშისათვის.
9აპრილი…
სამაჩაბლო…
აფხაზეთი…
ვარდების რევოლუცია…
ახალგორი…
უცხოტომებზე მიყიდული მიწები….
რომელი ერთი ტკივილი ჩამოვთვალო…

     ვაჟკაცები იარაღს იღებდნენ ხელში, სამშობლოს დასაცავად.
ქალბატონები კი ემიგრაციაში გარბოდნენ სამშობლოს გამოსაკვებად.
დიახ სამშობლოს გამოსაკვებად.
ახლაც ემიგრანტებზე დგას ჩვენი ეკონომიკა თორემ სხვანაირად ვერც ვიარსებებდით, დიახ ვარსებობთ არ მოგესმათ.
დღეს არის-“ბრძოლა-გადარჩენისათვის”.
   ხოდა არც ჩვენ გაგვემტყუნება, არც  ჩვენ შვილებს!

04.04.2014წ.
ნინო როსტიაშვილი
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი