შემშურდა
შემშურდა... ცხოვრებაში არასოდეს, არავისი, არაფერი შემშურებია. არცა სიმდიდრე, არც სილამაზე, არც... არც... დღეს პირველად შემშურდა, მათხოვრის და ისაც ლოთის. დილაუთენია შუქნიშანთან შემხვდა. ნაბახუსარი, გაბურძგნული, აბუზული. სიხარულით ჩავუყარე ხურდა, იმ იმედით, რომ დღეს სიკვდილს გადავარჩინე. ნაბახუსარმა თუ არ დალია, გული გაუჩერდება. კაცი იფიქრებს, რა შეშურდაო? კეთილი საქმე ჰქმნაო. -შემშურდა! მის თვალებში სიცოცხლის წყურვილი დავინახე, ყველაფრის მიუხედავად, სიცოცსლე სწყურია. სხვა შემთხვევაში თვითონაც იცის, თუ ცხოვრება მობეზრდება, აღარ დალევს და ერთ საათში, ან არც კი, გული გაუჩერდება. ე.ი. ყველაფრის მიუხედავად, მისთვის ცხოვრება მშვენიერია... 10.11.2022წ ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი