მზე და მთვარე
გძნობების მიღმა დარჩენილ გულებს დაჰნათის მთვარის ლურჯი ნათება, სიცივე სითბოს გონებას ურევს, უიმედოა ნატვრის ახდენაც. როდის აღმოჩნდი უგრძნობ ზონაში? რატომ გაწყვიტე მზესთან კავშირი? სად გაეხვია სუსხის კონაში? როგორ დაკარგე ოცნების ხიდი? იქნებ იპოვო შენს თავში ძალა, ამ კითხვებისთვის ნახო პასუხი. იქნებ ჯერ კიდევ სულ ცივი არ ხარ, უიმედობას თავს აღარ უხრი... ვიცი, გექნება შიში მომავლის, რწმენაც აღარ გაქვს ხვალიდელი დღის. ბუნდოვანება წარსულის კვამლის იმედს გიკარგავს გამონათების. არ დაგავიწყდეს ცხოვრების არსი, იპოვო შენი თავი და ფასი, არ შეგეშინდეს ათასგვარ ტალღის, არც ნაირფერი ბუნების ხალხის. შენ რჩეული ხარ ამ სამყაროსი, დაბადებული ლამაზი მიზნით. იქნებ შეცვალო ლურჯი პათოსი, წერა განაგრძნო მზისფერი წიგნის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი