ხელები რომელსაც ვუყურებთ ჩვენი არაა
როცა ფიქრობ, რომ ვიღაც გივიწყებს, როცა ფიქრობ, რომ სიზმრად იქცევი, როცა ფიქრობ, რომ მოგონება ხარ. და როცა ფიქრს დამთავრდები, იყურები ზემოდან ქვემოთ, და ყოველ სუნთქვას დროდადრო ითვლი. ფიქრობ - ვაი ვაგლახით გავჩენილვარ და ვაივაგლახით მივდივარ იქო. ფიქრობ წამებზე, დაუვიწყარზე, მოგონებებზე - მონატრებულზე. მოგონებები მეგობრებისა, მოგონებები სიყვარულისა, მოგონებები... ოჰჰ, მოგონებები?! და ციდან ისმის ხმა უეცარი, თითქოს ზევსი მეხივით გცქერის. ამ დროს უეცრად სუნთქვას იკავებენ თეთრად მოელვარე, გამჭირვალე ბინის სარკმლები. იქვე უეცრად ჩიტებს ბაგები უცვივდებათ ნაფოტებივით. უეცრად ყურში ჩამესმის წუილი და ამ დროს ვხვდები, რომ ეს ის დღეა, დღე რომელსაც დიდხანს ველოდი. თანაც ველოდი, თანაც ვშფოთავდი, მე რა ვიცოდი რას ჩავდიოდი... მაგრამ ვარდნისას მე განვიცადე, რომ თურმე მეც მძლებია ფრენა ჩიტივით, უსასრულოდ და მარადიულად - ბნელში, მკვდრეთით განზევებული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი