რასაც არას ვლაპარაკობთ


დღეის იქით, რომ მოკვდები, 
ჩაიფლობი შავ გუბეში.
შენს შვილს შავტუხას, რომ ეძახიან, 
შენ კი სხვას, რომ ეხუტები.

არ გცხვენია განა კაცო?
შენს შვილს შური, რომ ასწავლე?

იმ დღის მერე ბევრმა ფიქრმა
ჩაიარა, როგორც ღელემ.
იმ დღის მერე ბევრჯერ აღარ მიფიქრია, მაგრამ ახლა გამინახლდა 
ძველად ძველი ტკივილები.
და ყოველ დღე, ყოველ ღამე
მათენდება შენზე ფიქრში.

შურს რომ ვერას მოვუხერხებთ,
 ეგ კი იცის ყველამ კარგად.

იქნებ მარად სადღაცა ხარ, 
იქნებ ვერას მიგიხვდი რა, 
იქნებ წლები მელოდები
და ვერა გამეგოს რა.

იქნებ შენთან, რომ მოვდივარ
ამომძახი ალბათ რამეს.
ეგ კი არა 
მე ის მინდა, რომ კვლავ აქ იყო,
როგორც ვინმე.

შეიძლება მეც კი შევცდი,
მაგრამ სხვამ რა დაგიშავა?
ნანობ რასაც სჩადი,
შენს უვარგის ცხოვრებაში?
მამაუვარგისობა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი