ყველაზე ახლო ადამიანები


მეშინია როცა ციდან მოჩანს ვარსკვლავები,
რადგან ვიცი როცა იქ ხარ აქ სუ ყველას ავიწყდები

ავიწყდები და როგორც ისტორია არც ეგრე არ ახსენდები

ვარსკვლავებში შორის იქეთ, 
აქეთ უკვე დაგვიბერდით¹

პირობაა თრობის დროსა, 
მერე კიდე ავიწყდები
როგორც დილით, სიზმრებია.

თუ ოდესმე გავიხსენებთ
იქნებ აღარც ვიყოთ რა და
რა დროსაა გაბუტვები 
როცა ორ დღესა ვართ აქა.


¹ვარსკვლავებს როცა ცაში ხედავ, სინათლე მილიონი წლის წინ გამოსულ მოვლენას გადმოსცემს. ტექსტში ეს იმას ნიშნავს, რომ რასაც ახლა ხედავ, უკვე წარსულია; კოსმოსური დრო და ადამიანის დრო ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ ჩვენი გრძნობები, ურთიერთობები და მოგონებები დროზე ჩამორჩენილად ჩანს
მეგობრებიადამიანები

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი