მარადისობა
-გინდა საიდუმლო გითხრა?! -რა საიდუმლო?! -დამპირდი რომ არავის ეტყვი... თანხმობის ნიშნად უბრალოდ თავს აქნევს -ავად ვარ! -მეც რაღაცა მეგონა, ამბობს და იცინის,-რაიყო სიცხე გაქვს?! კორონა?! -მართლა ავად ვარ... იმეორებს გაყინული სახით -კაი გოგო რაიყო კორონა ვის არ ქონია, გადაიტან ნუ გეშინია, შვიდი რვა დღე და მორჩები -კიბო რვა დღეში რჩება?! ღიმილი სახეზე მიეყინა, თითქოს რაღაც ამოუცნობი ძალით გააქვავესო -რა თქვი?! -კიბო მაქვს! სიტყვებს არჩევდა გონებაში, მთელი კუთხე-კუნჭული გადაქექა და შესაბამის სიტყვას ვერ მიაკვლია, ბოლოს ერთმა სიტყვამ, უფრო კი სიტყვის რაღაც ნაგლეჯმა ამოიგმინვა პირიდან -ვაჰ! მხოლოდ ეს თქვა და აქამდე სახეზე შეყინული ღიმილი უკვალოდ შთანთქა ყველაზე საშინელმა, საზიზღარმა ნაღველმა -სახლში მატყუებენ, ექიმიც მატყუებს, სიმართლეს მიმალავენ. მათ არიციან რომ ანალიზის პასუხები შეუმჩნევლად მოვიპარე და სხვა ექიმსაც ვაჩვენე. შეიძლება ასეც აჯობებს, თუ მათ ეს შვებას გვრით, დაე იცოდნენ რომ მე არ ვიცი -რა დიაგნოზია?! -ბოლო სტადია. სამი, მაქსიმუმ ოთხი თვე -მერე... -მერე ვიფრენ... -მე?! -შენ მინდვრის ყვავილებს მომიტან... -კმარა! -შეეგუე! -შენ რას იზამდი?! -არვიცი. შენ რას იზამ?! - დაგელოდები... -როგორ?! -ღმერთს ვთხოვ შენთან მომიყვანოს -არ გაბედო! -ვიცი, მაშინ ვთხოვ როცა ამის უფლებას თვითონ მომცემს -გვირილები?! -მოგიტან -როდემდე სანამ არ წავალ. -სად?! -იქ სადაც შენ იქნები. - * * * ჩვენი დღეები გავხსნათ?! -ასე მალე?! -ჩემთვის გვიანია... -კარგი! დიდი მოხატული მინის ბოთლი ამოიღეს მიწიდან, ღრმად ჩაეფლოთ და ზედ მიწა დაეტკეპნათ, იქვე დიდი რკინის ძელი ჩაესოთ. ბოთლს ჭუჭყი გადაწმინდეს. საღებავის კვალი კვლავ აჩნდა, ზედ ეწერა. „თუ ამას ვკითხულობთ, ესეიგი მოვხუცდით“,ჩათქმულიც ასე ჰქონდათ რომ ღრმა სიბერის დროს გაეხსნათ მოგონებების ბოთლი -გახსენი ბარათი... ბოთლიდან ფერადი ბარათები გადმოაპირქვავეს, ერთ-ერთი აირჩიეს და გახსნეს „დაიჟინე რომ სახლში მანქანით გამაცილებდი, მე უარზე ვიყავი შენ კიდევ არ იშლიდი, ამვობდი გაწვიმდება და გაიწუწები დამელოდეო. არ დაგელოდე და წავედი. ხუთიოდე წუთში გზაზე მიმავალს წინ ვიღაცის მანქანამ გამიჩერა. სარკეში შევიხედე და იქედან მკაცრმა, ღიმილნარევმა სახემ წარბის აწევით და თავის გაქნევით მანიშნა დავმჯდარიყავი. მაუნც არ მოიშალე და სახლამდე მიმაცილე“. -შენი მოგონებაა, გაუღიმა ბიჭმა და ხელი მაგრად ჩასჭიდა,-მიდი ახლა შენი დროა. გოგონამ ლურჯ ფურცელზე დაწერილი მოგონება გახსნა „ბიჭებმა ბევრი დავლიეთ და დავიჩემე, ჩემი მზის სხივი უნდა ვნახო მეთქი. მაშინ წესიერად ისიც კი არ მქონდა შენთვის ნათქვამი რომ მომწონდი. დავჯექით მანქანაში და შენს სახლთან ამოვედით. მანქანიდან ჩამოვედი და ბოლო ხმაზე ვყვიროდი, მიყვარხარს. იმ დღეს შენ ვერაფერი გაიგე. კიდევ კარგი, კიდევ კარგი თორემ მეორე დილით თვალსაც ვერ გაგისწორებდი ალბათ“. გოგონამ კითხვა დაამთავრა და გაუღიმა, ამ ყველაფრის პასუხს შენ თვითონ იტყვი ცოტახანში ლურჯი ბარათის მერე იისფერი იხსნებოდა, მერე ისევ ლურჯი.და ასე მიყოლებით ბიჭმა იისფერი ბარათი გახსნა „ყველა თავის საქმეში იყო გართული, მეც ჩემისმხრივ... ჭამა დამავიწყდა. ცოტა ხანში საჭმლით ხელში გამოჩნდი, შენ მხოლოდ შენ, და არა სხვა ვინმე, იმათგან ვინც მრავლად იყვნენ იმწამს იქ, მხოლოდ შენ ფიქრობდი ჩემზე“. ლურჯი ბარათი: „ პირველად რომ დაგინახე ალბათ არც არაფერი განსაკუთრებული არ მიგრძვნია. მომდევნო დღეებში ერთმანეთისთვის ერთ გამარჯობას თუ გავიმეტებდით ეგ იყო, მაგრამ მთელი დღე ველოდი იმ წამს როდის მეტყოდა ერთი გოგო გამარჯობას, თავს დახრიდა და თავის საქმეს განაგრძობდა“ იისფერი ბარათი: „ შორჯდან გიყურებდი როგორ მიშტერებოდნენ შენი თვალები იმ ადგილს სადაც რამდენიმე წუთის წინ ვიდექი, უყურებდნენ იმ ადგილს და აქეთ-იქეთ აცეცებდი თვალებს. მერე გვერდზე გამოიხედე და მზერაზე წამასწარი, მიხვდი რომ მიგიხვდი და ჩუმად გაიხიზნე. ორივე მივუხვდით ერთმანეთს მაგრამ არ შევიმჩნიეთ“. ლურჯი ბარათი: „ვცდილობდი თავი არ გამეცა, შენი თვალები კი აწამებდნენ ჩემს თვალებს და აიძულებდნენ, სათქმელი გაეცათ“. იისფერი ბარათი: ღამით ჩემს სახლთან ვიღაც მთვრალი ბიჭები ამოვიდნენ. ერთი მათგანი ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა „მიყვარხარს“ ,. გიცანი! ბიჭს გაეცინა -ესეიგი იცოდი?! იცოდი, მე კიდევ მეგონა რომ სახლში არ იყავი გოგონამ უბრალოდ ხელები ძლიერად შემოხვია და ჩაეხუტა. ლურჯი ბარათო: „ საშინლად წვიმდა, დაგინახე ქუჩაში როგორ მირბოდი, იცინოდი და ცდილობდი სადმე თავი შეგეფარებინა. , მანქანა შუა ქუჩაში გავაჩერე, პალტო გავიხადე და შენსკენ გამოვიქეცი. დაგეწიე და გრძელი პალტო მხრებზე უცაბედად შემოგასხი. დამინახე თუ არა მომეხვიე. ხელი ჩაგკიდე და თითქმის შეუმჩნევლად ჩემთვის ჩავიჩურჩულე, მიყვარხარ. ჩემს ყურს შენი ნათქვამი „მეც“ მისწვდა და უკვე მთელი ხმით ვიყვირე, ხელში აგიტაცე, წვიმის შუაგულში ვიდექით ვტრიალებდით და გავძახოდი მიყვარხაარ, შენ კი მპასუხობდი „მეც“. ლურჯი ბარათი: „წვიმს, მინდვრის ყვავილები მოგიტანე. წვიმა კვლავაც გვცნობს, მასთან ერთად დაიწყო ჩვენი სიყვარულიც. სწორედ მან ჩამჩურჩულა ყურში მეთქვა „მიყვარხარ“ , ისევ დავიყვირე ბოლო ხმაზე „მიყვარხაააააარ“ მაგრამ შენ პასუხი აღარ გაგიცია. დუმდი, დუმდი როგორც შენს თავზედ ამოსული ყვავილები. იისფერი ბარათები შემომელია, რაც კი მქონდა ყველა დამეზეპირა. ლურჯი ბარათები კი კვლავ მატულობს. ეს ბოლოა... დღეს შენთან ვიქნები, ღმერთი შემპირდა... დილით ადრე, მესაფლვემ საფლავის ჭიშკარი ღრჭიალით გააღო. წინა ღამით საშინლად ეწვიმა, ქარს ყველაფერი დაელეწა, ხეებიდან ჩამოცვენილი პატარ-პატარა ტოტები ყველგან მიმოფენილიყო. ახალგაზრდა ქალის საფლავზე კიდევ დიდი ხნის მონატრებული, ახალგაზრდა მაგრამ დარდისგან დაჩიავებული ვაჟი ესვენა, გული გასკდომოდა საცოდავს...🙃❤️ ნინო ბერიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი