მეუფეო ზეცათაო
სიცოცხლევ ჩემო! ღრუბელ-ღრუბელ გამოგედევნე, ნაკლულ თასივით შეუსმელი, ზღვას და ცას ვერთვი, მოარაკენი მიამბობნენ უცხო ედემზე, მე კი ესღა ვარ - პირმშო მიწის, სწორედ ასეთი... კარდაკარ კრძალვით დავეძებდი ღმერთზე მოდარდეს, უპასუხობით დამანელეს - შენთვის მხმობელი, ვკაფე ჯაგნარი უკანასკნელ კატაკომბამდე, რომ კვლავ მეხილვე - მარადი და ზესთამყოფელი... თენდება... ფრთებქვეშ მიფარავენ სერაფიმები, სიმშვიდევ ჩემო, კელაპტრებად სულში ჩაღვრილო... კედლებზე ფიქრებს ჩარეცხავენ ხშირი წვიმები და სიტყვისგებას შეიფერებს დრო უნაპირო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი