გინატრე
გინატრე ისევ... მერე ვინანე, ისევ და ისევ. მერე და მერე. სადღაც ხევებში წლები გმინავენ და მწუხრ წარსულზე ლეგენდებს წერენ. მე კი შიშივით ფართო თვალებით ვირეკლავ შენში შეშლილ სახებას და მოღალული ამდენ წვალებით ჩემში მთვლემარე სინდისს ვახელებ. ჩუმია ჩქამი ჩაქროლილ ღამის და უსაშველოდ ნელა თენდება, ეგება, დამრჩა სათქმელი რამე, ან, იქნებ, სულაც... სულაც, ვბერდები. გინატრე... რისთვის - ღმერთია მოწმე და ზეცა - ჩემი ფიქრის მტვირთველი, ეგება, უნდა ათასჯერ მოკვდე, რომ ერთ სიცოცხლის გახდე მხილველი. ისევ და ისევ... მერე და მერე... აღარც ის ვნება, აღარც - მე და შენ, წლები წარსულზე წუხილით წერენ, წურავენ წვრილი წვიმის ზედაშეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი