იანვარი


სადღაც ლოცულობს ვიღაც… იღბალს გამჩენს ავედრებს,
გუმბათმორღვეულ ტაძარივით სწუხს იანვარი,
და, როგორც კვალი - უსპეტაკეს ზამთრის ხავერდზე,
სულის ეტრატზე იწერება ჩემი ზღაპარი.
ცისკარს რომ უხმოს, მხრებს შეარხევს სამრეკლო ძველი,
ვით მარტოობის მეციხოვნე, ჩამოკრავს ზარებს...
დგას ჩუმი ღამე, თითქოს ახალს აღარას ელის,
და მიტოვებულ სახლის ფანჯრებს ახატავს მთვარეს.
 ჭალებში ჭირხლი შეახმება სუსხიან სისხამს,
ლოცულობს ვიღაც, გაილიოს, ვინძლო,ზამთარი...
სადღაც, შორეთში, ელოდება ჭილყვავი ჭილყვავს... 
იანვრის მწუხრში სევდიანობს ძველი ტაძარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი