თებერვლის ჩიტები
გულგატეხილი კაცის ფიქრივით წერდა სინანულს თოვლზე ძახველი, მე კი თებერვლის დღეებს ვითვლიდი, რომ დამერქმია მათთვის სახელი, გადამეფურცლა სიტყვა ყოველი, - ჯერაც უთქმელი და განბნეული, როგორც მიმწუხრის საგალობელი, ან დაკარგული ძველი რვეული... სუსხი კი სუნთქვად მჩემობდა თითქოს, ქარი მოჰქონდა ისევ თებერვალს, მე რომ ველოდი, იმ ღამით იმ თოვლს თურმე ლოდინი ჩემი ებევრა... შემორჩა წვეთი ვერცხლის ღობეებს, იზამთრა გვემით და გარინდებით... და ახლა დაღლილ მეციხოვნეებს ჰგვანან ტოტებზე მსხდარი ჩიტები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი