მარხვა სინანულისა
ეზოში ბავშვებს ქვიშის სახლებს აუშლის ქარი და ქვიშაც მალე დაივიწყებს თითებს მთრთოლვარეს, ბოლო შენდობას მომაძახებს უხმო ჭიშკარი, ვიდრე სხვენიდან სინანულებს გადმოთოვლავენ... დავედევენები ბილიკებს და წლებს გავექცევი... ო, ღვთისმშობელო... ლოცვაა თუ ვამტვრევ ხმიადებს, ან, იქნებ, სულით უპოვარი, ყოფას ვეჩვევი, რომ გოლგოთამდე მისვლა აღარ დამიგვიანდეს... იყუჩე, ქარო... ქვიშის კედლებს ნუღარ ჩამოშლი, ბავშვი ვიყავ და დიდობაშიც თითებს მითვლიან და აუხდენელ ოცნებათა ლურჯ სამყაროში ერთი ვარსკვლავი უსასრულო ჩემი ფიქრია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი